თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი აცხადებს კონკურსს
დოქტორანტთა საუნივერსიტეტო დაფინანსების მოსაპოვებლად
კონკურსის მიზანი
თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის 5 დოქტორანტის ერთი სასწავლო სემესტრის დაფინანსება.
კონკურსის სამიზნე ჯგუფი
თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის - II, III, IV, V, VI სემესტრის დოქტორანტები.
კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებენ:
- პირველი და დამატებითი სემესტრის დოქტორანტები;
- დასაფინანსებელ სემესტრში სტატუსშეჩერებული დოქტორანტები;
- დოქტორანტები, რომლებსაც არ აქვთ დაფარული წინა სემესტრის სწავლის საფასური;
- დოქტორანტები, რომლებიც ფინანსდებიან საგრანტო პროექტის ფარგლებში;
- დოქტორანტები, რომლებიც ფინანსდებიან რომელიმე ორგანიზაციის, ფონდის მიერ.
სავალდებულო დოკუმენტაცია:
დოქტორანტმა ფაკულტეტის კანცელარიის ელექტრონულ მისამართზე - chancellery.pes@tsu.ge - (ა/წ 21.11.22 – 29.11.22) უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
- განაცხადი კონკურსში მონაწილეობის შესახებ (დანართი 2);
- ავტობიოგრაფია (CV);
- სამეცნიერო პუბლიკაციების, განხორციელებული სამეცნიერო –კვლევითი, კვალიფიკაციის ასამაღლებელი და სასწავლო აქტივობების ჩამონათვალი (ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული; დანართი 1 / შევსებული ცხრილი - მათი დამადასტურებელი დოკუმენტაციით); კოლოკვიუმის ფარგლებში განხორციელებული აქტივობის დასადასტურებლად ცნობის წარმოდგენა არ არის სავალდებულო;
- სამეცნიერო ხელმძღვანელის შუამდგომლობა;
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
- ამონაწერი სტუდენტის ბარათიდან GPA-ის მითითებით.
მარეგულირებელი დოკუმენტი: დეკანის ბრძანება